გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  მთავარი თემა 
 სუპერმარკეტში
 სწავლების საფეხური
 მეათე  კლასი
 მოსწავლეთაპროფილი
კლასში არ არიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები.
გაკვეთილის     მნიშვნელობა / აქტუალობა
 გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნობიან ახალ სიტყვებსა და გამოთქმებს თემის ირგვლივ, მნიშვნელოვანია შეძლონ ახალი სტყვებისა და გამოთქმების გამოყენება საჭირო სიტუაციებში, ამისათვის განახორციელებენ სხვადასხვა სახის აქტივობებს, ისარგებლებენ ინტერნეტრესურსებით, შექმნიან ელექტრონულ მასალას.
 გაკვეთილის მიზნები და შედეგები  

ახალი სიტყვების გაცნობა, გამოყენება, წინადადებების შექმნა, უცხო ტექსტის გაგება-გააზრება, ტექსტში არსებული ახალი სიტყვების გაცნობა და მის საფუძველზე მინი დიალოგის აგება მისი ელექტრონული მასალის შექმნა და მასალის  პრეზენტაცია

უცხ..III.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება.

უცხ..III.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.

უცხ..III.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

უცხ..III.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.

უცხ..III.11. მოსწავლეს
შეუძლია მარტივ ინტერაქციაში
მონაწილეობა.
წინასწარი ცოდნა

   
 მოსწავლეებს აქვთ გარკვეული ლექსიკური მარაგი თემის შესახებ, აგრეთვე შეუძლიათ არსებული ცოდნის საფუძველზე წაიკითხონ და გაიგონ უცხო ტექსტის ძირითადი შინაარსი, აქვთ სხვადასხვა თემებზემინი- დიალოგების შედგენის გამოცდილება, შეუძლიათ ისტის გამოყენებით მინი დიალოგების პრეზენტაცია.
  შეფასების საგანი და პროცედურები

 შევაფასებ მოსწავლეთა მიერ დიალოგის აგებასა და მის პრეზენტაციას ისტ-ის მეშვეობით, აგრეთვე მათ ჩართულობას. მოსწავლეები იცნობენ შეფასების კრიტერიუმებს, ამასთან დამატებით შევადგენ შეფასების რიბრიკებსპრეზენტაციას, დისკუსიაშიმონაწილეობას. ამისთვისშევქმნიშეფასებისრუბრიკებს.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები


1.    Optimal A-1
Müller, Scherling, Schmidt.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
 2. მასწავლებელთაპროფესიულიგანვითარებისცენტრისმიერ
გამოცემული სახელმძღვანელო- ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლოპროცესში"
რამდენიმე კომპიუტერ, საძიებოსისტემა Google,
powerpoint და VUE პროგრამები, პროექტორი



გაკვეთილის 
მსვლელობა /საკლასომენეჯმენტი
აქტივობა 1
მოსწავლეთათვის თემისადმი ინტერესის გაღვიძება და განწყობის შექმნა, არსებული ცოდნის გააქტიურება.
მოსწავლეები აღწერენ სურათს (ძირითადად მშობლიურ ენაზე), ასახელებენ სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც გამოიყენება თემაზე საუბრისას, პასუხობენ მასწავლებლი შეკითხვებზე
4 – 6 წთ

აქტივობა 2. გაკვეთილის თემის გაცნობა
მოსასმენი ტექსტის პრეზენტაცია,
მოსწავლეები ისმენენ ტექსტს, ამბობენ თუ რას ეხება ტექსტი

დრო - 5 წთ
აქტივობა 3.  ტექსტის დეტალური გაგება
 მოსწავლეები კითხულობენ ტექსტსსუპერმარკეტში“, ცდილობენ გაიგონ ახალი სიტყვების მნიშვნელობა კონტექსტის მეშვეობით, ასევე სვამენ კითხვებს ცალკეული სიტყვების შესახებ.მასწავლებელი ცდილობს მინიშნებებით გააცნოს მოსწავლეებს ახალი სიტყვების მნიშვნელობა. მოსწავლეები იყენებენ ცნების რუკას და მისი დახმარებით ახდენენ ახლად ნასწავლი სიტყვების გამყარებას, აკეთებენ სხვადასხვა სავარჯიშოებს, ადგენენ წინადადებებს, პასუხობენ მასწავლებლის შეკითვებზე.

დრო- 20  წთ

აქტივობა 5. მინი დიალოგის შედგენა და მისი პრეზენტაცია ისტ-ის მეშვეობით
მოსწავლეები იყოფიან რამდენიმე ჯგუფად, ახალი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებით აგებენ მინი დიალოგს და powerpoint-ის გამოყენებით ახდენენ ნამუშევრის პრეზენტაციას.
დრო -10 წთ

საშიანაო დავალება
ნასწავლი სიტყვების განმტკიცება, ტექსტის თარგმნა
ქართულიდა გერმანულად.


Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen